საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 3-13 იანვარს, ქ.თბილისის ჭადრაკის სასახლეში, საქართველოს ვაჟთა 82-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა გაიმართა.
ტურნირი ფიდე-ს წესებით, წრიული სისტემით 10 მონაწილეს შორის ჩატარდა, ითვლებოდა ფიდე-ს რეიტინგი. დროის კონტროლი: 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
ტუნრინის ერთპიროვნული გამარჯვებული გახდა მიხეილ მჭედლიშვილი, რომელმაც უკვე მეოთხედ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული! მიხეილმა მარცხის გარეშე იასპარეზა და 9-დან 7 ქულით დამაჯერებლად დაიკავა პირველი ადგილი!
II ადგილზე გავიდა გიგა ყუფარაძე, III ადგილი კი უკეთესი კოეფიციენტით თორნიკე სანიკიძეს ხვდა წილად. ტრადიციულად, პირველ სამ ადგილზე გასული მონაწილეები, ევროპის ვაჟთა ჩემპიონატის საგზურით დაჯილდოვდნენ.
ტურნირის საბოლოო შედეგი: