1 – 11 ივლისის ჩათვლით, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე მეშვიდე საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს “ბათუმის მერიის თასი-2023”-ს მასპინძლობდა!
ღონისძიება შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა.
დროის კონტროლი: “ღია – ა ტურნირი” (A Open ) – 1 სთ და 30 წთ – 40 სვლაზე, შემდეგ 30 წთ პარტიის ბოლომდე , ყოველ სვლაზე 30 წმ-ის დამატებით.
“ღია – ბ”, “ღია – ც” და ასაკობრივი ტურნირები” ( B Open, C Open & Youth ) – 1 სთ და 30 წთ პარტიის ბოლომდე , ყოველ სვლაზე 30 წმ-ის დამატებით.
ასპარეზობაშო მონაწილეობას ღებულობდა 19 ქყვეყნის სხვადასხვა ასაკისა და რანგის 400-მდე მოჭადრაკე.
“A ტურნირი” (A Open – 2200 >) – გამარჯვებულები
“B ტურნირი” (B Open – 2200 <) – გამარჯვებულები
“C ტურნირი” (C Open – 1600 ≤ ) – გამარჯვებულები
B Open კატეგორიაში ასევე გამოიყო 14 წლამდე გოგონათა შორის საუკეთესო 3 მოჭადრაკე. პირველი ადგილი ქობულეთელმა ლულუ დიასამიძემ დაიკავა, მან 9 შესაძლებლობიდან 4.5 ქულა დააგროვა და 89.6 პუნქტით აიმაღლა FIDE-ს რეიტინგი!
12 წლამდე ჭაბუკთა შორის 9-დან 8 ქულით პირველი ადგილი ბათუმელმა შოთა დოლიძემ დაიკავა!
12 წლამდე გოგონათა შორის ვერცხლის მედლის მფლობელი 9-დან 8.5 ქულით, ბათუმელი ანეტა ქედელიძე გახდა!
10 წლამდე ჭაბუკთა შორის ბათუმელმა რატი დიასამიძემ 9-დან 7.5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა!
8 წლამდე გოგონათა კატეგორიაში ბრწყინვალედ იასპარეზა ბათუმელმა მარიამ გოგუაძემ, რომელიც 9-დან 9 გამარჯვებით ოქროს მედლის მფლობელი გახდა!
ღონისძიების ფარგლებში 11 ივლისს, ღია საერთაშორისო ბლიც ტურნირი გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ბლიც ტურნირში 9-დან 8 ქულით, ვერცხლის მედლის მფლობელი ბათუმელი ნოდარ ლორთქიფანიძე გახდა.
ფესტივალის ფარგლებში პარალელურად, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, გურამ ჭანტურიას თასი-2023″ გაიმართა.
საპრიზო სამეული:
I ადგილი – ზურაბ ლიფონავა (5,5) სენაკი
II ადგილი – დავით ჯაფარიძე(5) თბილისი
III ადგილი – რობერტ ლომიძე (5) რუსთავი
I ადგილი ქალთა შორის – თამარ ჭანტურია (5) თბილისი
II ადგილი ქალთა შორის – სვეტლანა უტიანსკაია (3) ბათუმი
III ადგილი ქალთა შორის- თალიკო გაბეჩავა (3) ბათუმი