აჭარის ჭადრაკის ფედერაციამ შეხვედრა მოუწყო და წარმატება მიულოცა საქართველოს ჩემპიონატზე გამარჯვებულ გოგონებს.
აღსანიშნავია, რომ ჩვენს მონაგარში 4 მედალია: 1 ოქროს , 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს.
კესარია მგელაძე 13 წლამდე გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა. მწვრთნელი – ნუკრი მანაგაძე
ლულუ დიასამიძე 15 წლამდე გოგონათა შორის საქართველოს ვიცე ჩემპიონია. მწვრთნელი – გიგა ყუფარაძე.
11 და 13 წლამდე გოგონათა შორის კი ბრინჯაოს მედლის მფლლობელები გახდნენ ანეტა ქედელიძე და მარიამ კალანდაძე. მწვრთნელი – თენგიზ დიდმანიძე.
1-2 ადგილზე გასულმა სპორტსმენებმა მსოფლიოსა და ევროპის სასკოლო ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს. მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატი გაიმართება 13-23 აპრილს საბერძნეთში, ევროპის კი – 12-21 მაისს ალბანეთში.