27 დეკემბრიდან 4 იანვრის ჩათვლით, პოლონეთის ქალაქ კრაკოვში საერთაშორისო ტურნირი ”XXXVI Międzynarodowy Festiwal Szachowy CRACOVIA 2025” გაიმართა.
ღონისძიება შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდა. დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.
აღსანიშნავია, რომ ბათუმელი მარიამ ცეცხლაძე ქალთა შორის მეორე ადგილზე გავიდა!
მარიამმა ასევე 52 ქულა შემატა თავის რეიტინგის.

