ქ. თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს სასკოლო ჩემპიონატი 7, 9, 11 და 13 წლამდე ასაკის გოგონებსა და ჭაბუკებში. ტურნირში ასპარეზობდა 234 მონაწილე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
აჭარიდან მონაწილეობდა 9 სპორტსმენი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში. 11 წლამდე გოგონებში, 9-დან 8 ქულით ქუთაისელ ანასტასია კირთაძესთან ერთად მარიამ ცეცხლაძემ (მწვრთნელი- ლეონიდ ნეურონოვი) I-II ადგილი გაიყო. დამატებითი კოეფიციენტით ის ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.