საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 15-17 იანვარს, ქ. თბილისის ჭადრაკის სასახლეში, “მაია ჩიბურდანიძის თასი – 2024“ გაიმართება.
ტურნირები:
- ღია ტურნირი;
- ქალთა ტურნირი;
სათამაშო წესები:
- დროის კონტროლი: 15 წუთი პარტიის ბოლომდე, 10 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.
- ტურნირები ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.
- დაითვლება ფიდეს რეიტინგი სწრაფ ჭადრაკში.
ტურნირში მონაწილეობა და რეგისტრაცია:
ღია და ქალთა ტურნირში დაიშვება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი ყველა მსურველი;
ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს გადახდილი 2024 წლის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის
წლიური საწევრო შესატანი (დანართი 1) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე
სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE30BG0000000584705115
ხოლო, 18 წლამდე ასაკის მოჭადრაკეებს კი ასევე, დამატებით უნდა ჰქონდეთ შევსებული ელექტრონული ფორმა
მონაწილეებმა ტურნირზე დასარეგისტრირებლად უნდა შეავსონ ონლაინ – სარეგისტრაციო ფორმა
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 14 იანვარი 18:00 საათი.
ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – მობ: 558 11 86 83
თითოეული მონაწილის ტურნირის საწევრო შესატანია 30 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE34BG0000000129766701. ბანკის კოდი BAGAGE22
ტურნირების განრიგი:
ტური | დღე | საათი |
ჩამოსვლის დღე | 15 იანვარი | |
გახსნა/მისალმება | 16 იანვარი | 14:45 |
I ტური | 16 დეკემბერი | 15:00 |
II ტური | 16 დეკემბერი | 16:00 |
III ტური | 16 დეკემბერი | 17:00 |
IV ტური | 16 დეკემბერი | 18:00 |
V ტური | 16 დეკემბერი | 19:00 |
VI ტური | 17 დეკემბერი | 15:00 |
VII ტური | 17 დეკემბერი | 16:00 |
VIII ტური | 17 დეკემბერი | 17:00 |
IX ტური | 17 დეკემბერი | 18:00 |
დახურვა | 17 დეკემბერი | 19:00 |
დაჯილდოება:
ღია და ქალთა ტურნირებში I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან
მაია ჩიბურდანიძის სახელობის თასით, მედლით, დიპლომით და ფულადი პრიზით;
II – III ადგილზე გასულები დაჯილდოვდებიან მედლით, დიპლომით და ფულადი პრიზით;
საპრიზო ფონდი: ღია და ქალთა ტურნირების ფულადი პრიზი – 7300 ლარი
ტურნირი | 1 | 2 | 3 | 4 | 5 |
ღია ტურნირი | 1300 | 900 | 700 | 500 | 250 |
ქალთა ტურნირი | 1300 | 900 | 700 | 500 | 250 |
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა
ტურნირის მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი