25 სექტემბერს, საჭადრაკო პლატფორმაზე chess.com, ჭადრაკის დედოფლის აკადემიის ონლაინ კლუბში დასრულდა 13 წლამდე ბავშვებში მაია ჩიბურდანიძის თასის გათამაშება. ტურნირი ტარდებოდა 4 ეტაპად. დროის კონტროლი: 10 წუთი, 2 წამის დამატებით.
გრან-პრის ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ 12 წლის დენიელ საფაროვი (თბილისი) და 10 წლის კესარია მგელაძე (ბათუმი). დაძაბულ მატჩში საჩემპიონო ფორტუნა დენიელ საფაროვის მხარეს აღმოჩნდა!
ბათუმელმა მოჭადრაკემ კესარია მგელაძემ საკმაოდ სტაბილურად განვლო 4-ვე ეტაპი და მეორე ადგილი დამაჯერებლად დაიკავა!
მესამე საპრიზო ადგილზე 13 წლის ვასიკო შაპოვალოვი (ქუთაისი) გავიდა, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 1.5 – 0.5 9 წლის დავით ჩანქსელიანს (ხონი) სძლია!
აღსანიშნავია ბათუმელი მარიამ კალანდაძის ღირსეული ბრძოლაც, რომელსაც სულ ცოტა დააკლდა ნახევარ ფინალურ მატჩში გადასასვლელად.