მაგნუს კარლსენმა EWC ფარგლებში გამართულ კიბერსპორტულ ტურნირში გაიმარჯვა!
ასპარეზობა სწრაფი ჭადრაკის ფორმატში მიმდინარეობდა 10 წუთი მთელ პარტიაზე დამატების გარეშე.
გრანდფინალში მაგნუსმა საფრანგეთის წარმომადგენელი ალირეზა ფირუჯას მოუგო და 250 000$ დაჯილდოვდა. ნორვეგიელმა დიდოსტატმა მოწინააღმდეგე ოთხი გამარჯვებით, ორი ფრით და ერთი წაგებით დაამარცხა. ხოლო მესამე ადგილზე ჰიკარუ ნაკამურა (აშშ) გავიდა.
ტურნირზე კარლსენი კიბერსპორტული გიგანტის — Team Liquid-ის სახელით ასპარეზობდა.