საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 22-31 მარტს, ქალაქ თბილისში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
ტურნირი ჩატარდა ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. დაითვალა ფიდეს რეიტინგი.
დროის კონტროლი: ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, (პირველივე სვლიდან) 30 წამის დამატებით.
აჭარიდან მონაწილეობდნენ:
- ლულუ დიასამიძე (9- დან 7 ქულა)
- მარიამ კალანდაძე (9-დან 5 ქულა)
ლულუ დიასამიძემ 20 წლამდე გოგონათა შორის 9-დან 7 ქულით საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა! მწვრთნელი – გიგა ყუფარაძე

