იმერეთის მხარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით 25 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით, ქ. ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის ჭადრაკის სკოლაში “IMERETI OPEN” 2021 და საკვალიფიკაციო ტურნირები გაიმართა.
“IMERETI OPEN” 2021 შვეიცარულილი სისტემით 9 ტურად ჩატარდა, დროის კონტროლით 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
შეჯიბრებაში აჭარიდან მონაწილეობდა 4 მოჭადრაკე:
ლიზი ქონიაძე, კესარია მგელაძე, ლულუ დიასამიძე და დიანა ქუთელია.
ლიზიმ 9-დან 5 ქულა დააგროვა და ქალთა შორის III ადგილი დაიკავა. (პედაგოგი – ლეონიდ ნეურონოვი)