საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 8-18 თებერვალს, ქ. თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში, საქართველოს ქალთა 81-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა გაიმართა.
ტურნირი ჩატარდა ფიდე-ს წესებით, წრიული სისტემით 10 მონაწილეს შორის, დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
ლელა ჯავახიშვილმა 9-დან 7.5 ქულით დამაჯერებლად მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული! აღსანიშნავია, რომ ლელამ საქართველოს ჩემპიონატში გაიმარჯვა 2001, 2007,2014 და 2016 წლებშიც.
უმაღლეს ლიგაში აჭარას 4 სპორტსმენი წარმოადგენდა: ნინო ბაციაშვილი, სალომე მელია, კესარია მგელაძე და მარიამ ცეცხლაძე.
ნინო ბაციშვილმა 9-დან 7 ქულით მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა, 9-დან 6.5 ქულით კი მესამე ადგილზე მერი არაბიძე გავიდა.
ჩემპიონატზე საპრიზო სამეულში გასული მონაწილეები დაჯილდოვდნენ ევროპის ქალთა ჩემპიონატის საგზურით.
სატურნირო მდგომარეობა:
- I ადგილი – ლელა ჯავახიშვილი – 7,5 ქულა;
- II ადგილი -ნინო ბაციაშვილი – 7 ქულა;
- III ადგილი – მერი არაბიძე – 6,5 ქულა;
- IV ადგილი – ბელა ხოტენაშვილი – 6 ქულა;
- V ადგილი – სალომე მელია – 4 ქულა;
- VI ადგილი- კესარია მგელაძე – 4 ქულა;
- VII ადგილი –მარიამ ცეცხლაძე – 3 ქულა;
- VIII ადგილი – ნია დონღვანი – 2,5 ქულა;
- IX ადგილი – დიანა ლომაია – 2,5 ქულა;
- X ადგილი – ანასტასია კირთაძე – 2 ქულა.