საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ქ. თბილისის ჭადრაკის სასახლეში, 24 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით საქართველოს ვაჟთა 81-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა გაიმართა.
ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით 12 მონაწილეს შორის. თითოეულ მონაწილეს მიეცა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველი სვლიდან ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.
ლევან ფანცულაიამ 11-დან 8 ქულით დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა! აღსანიშნავია, რომ ის უკვე სამჯერ იყო საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული 2008, 2015 და 2021 წლებში.
II ადგილზე გავიდა მერაბ გაგუნაშვილი, III-ზე კი ნოე თუთისანი, რომელმაც ასევე ტურნირში მეორე წარმატებასაც მიაღწია და დიდოსტატის ნორმატივი შეასრულა.
აჭარის წარმომადგენლების მონაგარშია: ნოდარ ლორთქიფანიძე (9/5 ქულა), ირაკლი ახვლედიანი (9/4 ქულა).