წარმატებით იასპარეზეს ქართველმა მოზარდებმა პოლონეთის კრაკოვში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ღია ტურნირზე “XXXIII Międzynarodowy Festiwal Szachowy CRACOVIA 2022”.
ტურნირები ჩატარდა შვეიცარული სისტემით 9 ტურად, დროის კონტროლით: 90 წთ. 40 სვლაზე, + 30 წთ. დარჩენილი თამაშისთვის, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.
ღონისძიებაში 4 ქართველი ნორჩი მოჭადრაკე მონაწილეობდა:
- დავით ნემსაძე: A ტურნირში 9-დან 4,5 ქულა დააგროვა და 50 რეიტინგ-ქულა მოიმატა;
- ანასტასია კირთაძე: B ტურნირში 9-დან 5 ქულა დააგროვა და ქალთა შორის მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა;
- კესარია მგელაძე: C კატეგორიის ტურნირში 9-დან 7ქულით, ვაჟთა შორის I-III ადგილი გაინაწილა და ქალთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა. ამასთანავე, სარეიტინგო 64 ქულაც მოიმატა.
- დავით თათვიძე: C ტურნირში 9-დან 5 ქულა დააგროვა და 80 ქულა მოიმატა რეიტინგში.