საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 16-25 თებერვალს, ქ. თბილისის ჭადრაკის სასახლეში, საქართველოს ჩემპიონატები 7,9,11,13 და 15 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართა.
ტურნირები ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდა. დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში სულ 290-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა, აქედან კი 16 სპორტსმენი აჭარის წარმომადგენელი იყო: გაბრიელ მჟავანაძე (7 წლამდე ჭაბუკთ შორის), დაჩი ბალაძე (7 წლამმდე ჭაბუკთა შორის), მარიამ გოგუაძე (9 წლამდე გოგონათა შორის), საბა სარჯველაძე (9 წლამდე ჭაბუკთა შორის), ანეტა ქედელიძე (11 წლამდე გოგონათა შორის), რატი დიასამიძე (11 წლამდე ჭაბუკთა შორის), შოთა დოლიძე (11 წლამდე ჭაბუკთა შორის), სანდრო გოგუაძე (11 წლამდე ჭაბუკთა შორის), ნიკოლოზ სარჯველაძე (11 წლამდე ჭაბუკთა შორის), კესარია მგელაძე (13 წლამდე გოგონათა შორის), მარიამ კალანდაძე (13 წლამდე გოგონათ შორის), დემეტრე გოგიაშვილი (13 წლამდე ჭაბუკთ შორის), შოთა ცეცხლაძე (13 წლამდე ჭაბუკთა შორის), ლულუ დიასამიძე (15 წლამდე გოგონათა შორის), გიორგი გოგიაშვილი (15 წლამდე ჭაბუკთ შორის), გიორგი ჭანტურია (15 წლამდე ჭაბუკთა შორის).
აღსანიშნავია, რომ აჭარის მონაგარში 4 მედალია: 1 ოქროს , 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს.
კესარია მგელაძემ 13 წლამდე გოგონათა შორის 9-დან 7.5 ქულა დააგროვა და უკვე მეექვსედ საქართველოს ჩემპიონი გახდა! ამავე კატეგორიაში მარიამ კალანდაძემ 9-დან 6.5 ქულით მესამე ადგილი დაიკავა!
ლულუ დიასამიძე 15 წლამდე გოგონათა შორის 9-დან 7.5 ქულით საქართველოს ვიცე ჩემპიონი გახდა! 11 წლამდე გოგონათა შორის კი ანეტა ქედელიძემ 9-დან 6 ქულა დააგროვა და ბრინჯაოს მედლის მოიპოვა
1-2 ადგილზე გასულმა სპორტსმენებმა მსოფლიოსა და ევროპის სასკოლო ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს. მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატი გაიმართება 13-23 აპრილს საბერძნეთში, ევროპის კი – 12-21 მაისს ალბანეთში.
დაჯილდოების ფოტოკოლაჟი: