ამერიკის სენტ-ლუისში დასრულდა საჭადრაკო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრი ”კაირნსის თასი”.
ტურნირში სპეციალური მიწვევით ასპარეზობდა ქართული ჭადრაკის ლიდერი, ნანა ძაგნიძე.
შეჯიბრება 10 მონაწილეს შორის წრიული სისტემით 9 ტურად გაიმართა. დროის კონტროლი: 120 წუთი, თითოეულ სვლაზე 30 წამის დამატებით.
ღონისძიების გამარჯვებული 9-დან 6 ქულით მსოფლიოს ექსჩემპიონი ტან ჟონგი გახდა (ჩინეთი). ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა ანა მუზიჩუკმა (უკრაინა) .
ნანა ძაგნიძემ 5 ქულით III-VI ადგილები გაინაწილა.