12-23 ივნისს, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სენტ-ლუისში სტარტი აიღო საჭადრაკო სამყაროში ყველაზე პრესტიჟულმა ქალთა საჭადრაკო ტურნირმა “კაირნსის თასი”.
ტურნირი 10 მონაწილეს შორის წრიული სისტემით 9 ტურად იმართება. დროის კონტროლი: 120 წუთი, თითოეულ სვლაზე 30 წამის დამატებით. ასპარეზობის საპრიზო ფონდი 200,000 ამერიკულ დოლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ტურნირში პერსონალურად მიწვეულია და სასტარტო რეიტინგ-სიის მესამე ნომერია ნანა ძაგნიძე.
სასტარტო სია:
- ტან ჟონგი (ჩინეთი; 2540);
- მარია მუზიჩუკი (უკრაინა; 2510);
- ნანა ძაგნიძე (საქართველო; 2506);
- ანა მუზიჩუკი (უკრაინა; 2505);
- ალექსანდრა კოსტენიუკი (შვეიცარია; 2501)
- ჰარიკა დრონოვალი (ინდოეთი; 2489);
- ელიზაბეტ პეტცი (გერმანია; 2457);
- ირინა კრაში (აშშ; 2415);
- ალის ლი (აშშ; 2368);
- ანა ზატონსკიხი (აშშ; 2327).