კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატი 14, 16 და 18 წლამდე – VII ტურის შემდეგ

4-15 ოქტომბერს, ალბანეთის ქალაქი დურესი უმასპინძლებს კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატს 14, 16 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის!

ტურნირი იმართება შვეიცარიული სისტემით 11 ტურად, დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამტებით.

ღონისძიებაში მონაწილეობს 83 ქვეყნის 719 ახალგაზრდა მოჭადრაკე. საქართველოს წარმომადგენლებია:

  • ერეკლე ტაბატაძე (7-დან 4 ქულა)
  • გაბრიელ გაბადაძე (7-დან 4.5 ქულა)
  • მარიამ კალანდაძე (7-დან 4 ქულა)
  • გაგა გვასალია (7-დან 4.5 ქულა)
  • ბარბარე აშოთია (7-დან 3.5 ქულა)
  • ლიკა ჩხარტიშვილი (7-დან 4 ქულა)
  • მარიამ სიჭინავა (7-დან 3.5 ქულა)

აღსანიშნავია, რომ აჭარიდან პირველობისთვის მარიამ კალანდაძე (16 წლამდე გოგონათა შორის) ასპარეზობს.