27 ივლისს, პორტუგალიაში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი ”XII Torneio Internacional Cidade Famalicao”.
ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდა, დროსი კონტროლი: 90 წუთი 30 წამის დამატებით თოთოეულ სვლაზე.
ღონისძიებაში მონაწილეობდა 111 სპორტსმენი, რომელთა შორის იყო ბათუმელი მოჭადრაკე ირაკლი ახვლედიანი.
აღსანიშნავია, რომ ირაკლიმ 9-დან 7 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გავიდა.