ირაკლი ახვლედიანის წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე!

1 ივნისს, საფრანგეთში, ფიდეს 21-ე ღია ტურნირი, 2-ე საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა.

ღონისძიება შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართა, დროის კონტროლი: 90 წუთი, 30 წამის დამატებით თითოეულ სვლაზე.

ტურნირში საქართველოდან 2 სპორტსმენი ასპარეზობდა:

  1. ირაკლი ახვლედიანი (7-დან 6.5 ქულა)
  2. ნოე თუთისანი (7-დან 6.5 ქულა)

აღსანიშნავია, რომ ბათუმელი მოჭადრაკე ირაკლი ახვლედიანი დამატებითი მაჩვენებლებით ოქროს მედლის მფლობელი გახდა, მეორე ადგილი კი ნოე თუთისანმა დაიკავა.