ირაკლი ახვლედიანის მორიგი წარმატება

საფრანგეთში, 22 თებერვალს, დასრულდა რიგით 41-ე საერთაშორისო ღია ტურნირი ‘Cappelle la Grande’.

შეჯიბრება შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა, დროის კონტროლით: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით. 

ტურნირზე 20 ქვეყნის 533 სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოდან ასპარეზობდნენ: ირაკლი ახვლედიანი და ნიკოლოზ პეტრიაშვილი.

ორივე მათგანმა 9-დან 6,5 ქულა დააგროვეს და XI-XIII ადგილები დაიკავეს. ირაკლიმ 10 სარეიტინგო ქულა მოიმატა, ხოლო ნიკოლოზმა – 7.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი ახვლედიანმა საერთაშორისო ოსტატის მესამე ნორმაც შეასრულა და ფიდეს უახლოეს კონგრესზე უკვე წოდების მფლობელი გახდება!