“თბილისის თასის” შედეგები

27 დეკემბერს გაიმართა “თბილისის თასი” ელვისებურ ჭადრაკში.

ტურნირი ჩატარდა შვეიცარული სისტემით, 9 ტურად. დროის კონტროლი: 3 წუთი, 2 წამის დამატებით.

ვაჟთა შორის გამარჯვებულნი:

  • ლუკა კილაძე
  • აკაკი ქალიჩავა
  • საბა არაბიძე

ქალთა შორის გამარჯვებულნი:

  • ინგა ხურცილავა
  • სოფიკო ხუხაშვილი
  • სოფიკო გვეტაძე

ღონისძიების საპრიზო ფონდი შეადგენდა 2000 ლარს.