ზურაბ სტურუამ ევროპის სენიორთა ჩემპიონატი მეექვსედ მოიგო!

5 ოქტომბერს, ხორვატიის ქალაქ რაბაკში, ევროპის სენიორთა ჩემპიონატი დასრულდა.

ღონისძიება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა, დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამტებით.

ჩემპიონატი ორ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა: 50+ და 65+, ღია და ქალთა შორის. ღონისძიებაში 30 ევროპული ფედერაციის 160-ზე მეტი მოთამაშე მონაწილეობდა.

ტურნირის გამარჯვებული ღია 65+ კატეგორიაში ქართველი დიდოსტატი ზურაბ სტურუა გახდა! აღსანიშნავია, რომ ზურაბმა ევროპის სენიორთა ჩემპიონატი უკვე მეექვსედ მოიგო (2015 წ. 2016 წ. 2019 წ. 2023 წ. 2024 წ. 2025 წ.)