23 დეკემბერს, თბილისის სასტუმრო „ბილტმორში“ დასრულდა „ვარსკვლავთა ტურნირი – 2025“ 8, 10 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის სწრაფ ჭადრაკში.
ტურნირები ჩატარდა ფიდეს წესებით, 4 მონაწილეს შორის წრიული სისტემით – 2 წრედ 6 ტურად. დროის კონტროლი: 10 წუთი პარტიის ბოლომდე, 5 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.
დაითვალა ფიდეს რეიტინგი სწრაფ ჭადრაკში.
8 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებულნი:
- ცოტნე ნანავა (ზუგდიდი; მწვრთნელი გიორგი სართანია) – 4,5 ქულა
- იოანე ანთია (ზუგდიდი; მწვრთნელი გიორგი ნაყოფია) – 4 ქულა
- გიორგი ონიანი (ტყიბული; მწვრთნელი გიორგი ტყეშელაშვილი) – 2,5 ქულა
8 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულნი:
- ანასტასია მამულაძე (ხონი; მწვრთნელი რაფიელ ჩარგეიშვილი) – 4 ქულა
- მარიამ მიქაძე (ქუთაისი; მწვრთნელი გია მენაბდე) – 3,5 ქულა
- ანასტასია გვასალია (თბილისი; მწვრთნელი გიორგი მაჭარაშვილი) – 3,5 ქულა
10 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებულნი:
- ლაზარე ჩხარტიშვილი (ოზურგეთი; მწვრთნელი დავით მაღალაშვილი) – 4,5 ქულა
- ანდრია ჯახაია (ზუგდიდი; მწვრთნელი დავით ჯოჯუა) – 4 ქულა
- გიორგი კვარაცხელია (თბილისი; მწვრთნელი გიორგი მაჭარაშვილი) – 2 ქულა
10 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულნი:
- სარა სალთხუციშვილი (გურჯაანი; მწვრთნელი ლევანა ბახტაძე) – 5,5 ქულა
- მარიამ რეხვიაშვილი (თბილისი; მწვრთნელი იოსებ კვირიაშვილი) -3,5 ქულა
- ლილე სვანაძე (ქუთაისი; მწვრთნელი ხათუნა გუბელაძე) – 2 ქულა
12 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებულნი:
- ალექსანდრე ღონღაძე (თბილისი; მწვრთნელი ზაზა ჭკუასელი) – 5 ქულა
- ლუკა გოგავა (ქუთაისი; მწვრთნელი დავით ბენიძე) – 3,5 ქულა
- გიორგი წულაია (ფოთი; მწვრთნელი გოჩა ჩაჩუა) – 3,5 ქულა
12 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულნი:
- თეა რუსიტაშვილი (ბორჯომი; მწვრთნელი დავით მაღალაშვილი) – 4 ქულა
- მარიამ გიორგაძე (ქუთაისი; მწვრთნელი გია მენაბდე) – 3,5 ქულა
- მართა დოგრაშვილი (ქუთაისი; მწვრთნელი გიორგი ტყეშელაშვილი) – 3,5 ქულა
აღსანიშნავია, რომ ტურნირის ფარგლებში გაიმარტა შოუ მატჩი, სადაც ჭადრაკის ლეგენდა – ნონა გაფრინდაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონს 12 წლამდე ასაკის გოგონათა შორის, თეა რუსიტაშვილს დაუპირისპირა.

