17 დეკემბერს, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, მაია ჩიბურდანიძის “ჭადრაკის დედოფლის აკადემიაში” დასრულდა საქართველოს ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატების პირველი ლიგის გათამაშება.
ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 41 მონაწილეს შორის გაიმართა.
ვაჟთა შორის ერთპიროვნულად გაიმარჯვა ნოე თუთისანმა (წყალტუბო;2432)! მის აქტივში 9-იდან 7 გამარჯვება და მხოლოდ ორი ყაიმია!
ნახევარი ქულით ნაკლები მოაგროვეს და კოეფიციენტთა ცხრილით შესაბამისად განაწილდნენ:
II ადგილი – თორნიკე სანიკიძე (თბილისი; 2424);
III ადგილი – გაიოზ ნიგალიძე (ბათუმი; 2370);
ქალთა შეჯიბრში ცხრა ტურის შემდეგ ერთბაშად სამმა მონაწილემ დააგროვა შვიდი ქულა.
დამატებითი მაჩვენებლებით საპრიზო სამეული შემდეგნაირად განაწილდა:
- I ადგილი – მირანდა მიქაძე (ბათუმი; 2130);
- II ადგილი – მარიამ ცეცხლაძე (ბათუმი; 2046);
- III ადგილი – ინგა ხურცილავა (თბილისი; 2178).
აღსანიშნავია, რომ აჭარის ჭარმომადგენლებმა: მირანდა მიქაძემ და მარიამ ცეცხლაძემ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგია საგზური მოიპოვეს!