აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 3 დეკემბერს, მუხრან ვახტანგაძის ბათუმის სპორტის სასახლეში, აჭარის ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში ვაჟთა და ქალთა შორის გაიმართა.
ტურნირში მონაწილეობდა 34 მოჭადრაკე. ჩემპიონატი ჩატარდა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად, სადაც ითვლებოდა საერთაშორისო რეიტინგი. დროის კონტროლი: 5 წუთი 2 წამის დამატებით.
გამარჯვებულები ვაჟთა შორის:
I ადგილი – ჯამბულ მახარაძე
II ადგილი – ზვიად ქამადაძე
III ადგილი – ალექსანდრე რუხაძე
გამარჯვებულები ქალთა შორის:
I ადგილი – თინათინ ბერიძე
II ადგილი – კესარია მგელაძე
III ადგილი – ნინო ჟღენტი