ევროპის 2024 წლის ინდივიდუალური ჩემპიონატი ვაჟთა შორის

მონტენეგროს ბუდვაში 7 ნოემბერს სტარტი აიღო ევროპის ინდივიდუალურმა ჩემპიონატმა ვაჟთა შორის.

ტურნირი შვეიცარული სისტემით 11 ტურად იმართება, დროის კონტროლი: 90 წუთი – 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი – პარტის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამტებით. ღონისძიების საპრიზო ფონდი 92 000 ევროს შეადგენს.

ჩემპიონატში 42 ქვეყნის 395 მოჭადრაკე ასპარეზობს.

საქართველოდან მონაწილეობენ:

  • ბაადურ ჯობავა (2587);
  • ლუკა პაიჭაძე (2546);
  • გიგა ყუფარაძე (2533);
  • ნიკოლოზი კაჭარავა (2525);
  • თორნიკე სანიკიძე (2437);
  • ნოე თუთისანი (2411);
  • დავით ნემსაძე (2366);
  • ირაკლი ახვლედიანი (2363);
  • ალექსანდრე წანაწყენიშვილი (1987).