8–12 იანვარს, მონტე-კარლოში, ევროპის ქალთა ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში გაიმართება.
ელბისებურ ჭადრაკში მონაწილეობს 32 ქვეყნის 145 მოჭადრაკე, ხოლო სწრაფ ჭადრაკში 154 მონაწილე.
ჩემპიონატი ელვისებური ჭადრაკის ტურნირით დაიწყება.
ელვისებური ჭადრაკი:
ჩატარების თარიღი: 9 იანვარი
შვეიცარიული სისტემა — 13 ტური
დროის კონტროლი: 3 წუთი + 2 წამი თითოეულ სვლაზე
სწრაფი ჭადრაკი:
ჩატარების თარიღი: 10–11 იანვარი შვეიცარიული სისტემა — 11 ტური
დროის კონტროლი: 15 წუთი + 10 წამი თითო სვლაზე.
საერთო საპრიზო ფონდი შეადგენს 46,500 ევროს:
• 15,200 ევრო — ელვისებური ჩემპიონატი
• 31,300 ევრო — სწრაფი ჩემპიონატი
საქართველოს სახელით ჩემპიონატზე იასპარეზებენ:
- ნინო ბაციაშვილი
- ბელა ხოტენაშვილი
- მერი არაბიძე
- ლელა ჯავახიშვილი
- ქეთი წაწალაშვილი
- ინგა ჭარხალაშვილი
- ანასტასია კირთაძე
- სოფიო გვეტაძე
- კესარია მგელაძე

