27 სექრემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, ხორვატიის ქალაქ რაბაკში, ევროპის ჩემპიონატი სენიორთა შორის იმართება.
ღონისძიება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ტარდება, დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამტებით.
ჩემპიონატი ორ ასაკობრივ კატეგორიაში ტარდება: 50+ და 65+, ღია და ქალთა სექციებში ცალ-ცალკე. ტურნირში 30 ევროპული ფედერაციის 160-ზე მეტი მოთამაშე მონაწილეობს.
ღია 50+ სექციის ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე მოთამაშეთა შორის არის დიდოსტატი ზურაბ სტურუა (საქართველო, 2491).