14 იანვარს, მონტე-კარლოში დასრულდა ევროპის ქალთა ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში.
ჩემპიონატში 26 ქვეყნის 116 მოჭადრაკე მონაწილეობდა და შვეიცარიული სისტემით 11 ტურად გაიმართა.
ქართველ მოჭადრაკეები მთელი ჩემპიონატის განმავლობაში ლიდერთა შორის იმყოფებოდნენ და საპრიზო სამეულისთვის იბრძოდნენ.
საბოლოოდ, ჩვენებიდან საუკეთესო შედეგი ბათუმელმა ნინო ბაციაშვილმა აჩვენა. ნინომ, 11-დან 8 ქულით V ადგილი დაიკავა.
საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:
- ალექსანდრა კოსტენიუკი (შვეიცარია) – 9 ქულა
- ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი) – 8,5 ქულა
- ელიზაბეტ პეტცი (გერმანია) – 8,5 ქულა
- კლაუდია კულონი (პოლონეთი – 8,5 ქულა
- ნინო ბაციაშვილი (საქართველო) – 8 ქულა
ქართველების საბოლოო შედეგები:
- 17. ბელა ხოტენაშვილი (საქართველო) – 7 ქულა
- 22. სოფიო გვეტაძე (საქართველო) – 7 ქულა
- 27. ინგა ჭარხალაშვილი (საქართველო) – 6,5 ქულა
- 42. ინგა ხურცილავა (საქართველო) – 6 ქულა
- 43. ნონა გაფრინდაშვილი(საქართველო) – 6 ქულა
- 56. ლელა ჯავახიშვილი (საქართველო) – 5,5 ქულა