30 მაისიდან 7 ივნისამდე, რუმინეთი, ევროპის სასკოლო ჩემპიონატს მასპინძლობს.
ღონისძიება ტარდება ღია და გოგონათა შორის 6 ასაკობრივ კატეგორიაში: U7, U9, U11, U13, U15, U17. თითოეული ასაკი იმართება 9 ტურად, დროის კონტროლით – 90 წუთი 30 წამის დამატებით თითო სვლაზე, დაწყებული პირველი სვლიდან.
ჩემპიონატში 14 ევროპული ფედერაციის 200-ზე მეტი მოთამაშე მონაწილეობს.
საქართველოდან ღონისძიებაში 15 სპორტსმენი ასპარეზობს:
- ბარბარე აშოთია (15 წლამდე გოგონათა შორის)
- თეკლა კოღუაშვილი (15 წლამდე გოგონათა შორის)
- ბარბარე შონია (13 წლამდე გოგონათა შორის)
- ანასტასია ჭიჭინაძე (13 წლამდე გოგონათა შორის)
- ანასტასია ქუთათელაძე (13 წლამდე გოგონათა შორის)
- მართა დოგრაშვილი (11 წლამდე გოგონათა შორის)
- სარა სალთხუციშვილი (11 წლამდე გოგონათა შორის)
- ლილე სვანაძე (9 წლამდე გოგონათა შორის)
- ერეკლე ტაბატაძე (15 წლამდე ჭაბუკთ შორის)
- ანდრია კვირიაშვილი (15 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- გიორგი ჭალაძე (15 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- გაბრიიელ გაბადაძე (13 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- დავით თათვიძე ( 13 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- ლაზარე ჩხარტიშვილი (11 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- ალექსანდრე ბერიშვილი (9 წლამდე ჭაბუკთა შორის)