18-26 ოქტომბერს, საბერძნეთის ქალაქ როდოსში ევროპის საკლუბო ჩემპიონატი გაიმართა.
ღონისძიებები ჩატარდა 7 ტურად, შვეიცარიული სისტემით. დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამტებით.
ასპარეზობაში რეკორდული რაოდენობის 122 კლუბი მონაწილეობდა (102 ღია ტურნირში, 20 გუნდი კი – ქალთა შორის). ღონისძიებაში ასპარეზობდა 800 მოთამაშე. ღია კატეგორია უკვე 40-ედ გაიმართა, ქალთა ტურნირი კი 29-ედ ჩატარდა.
ღია კატეგორიაში გადამწყვეტი უპირატესობით გაიმარჯვა რუმინეთის გუნდმა SuperChess, რომელმაც 7 ტურში სრული შედეგით 14 ქულით დაიკავა პირველი ადგილი და ევროპის ჩემპიონი გახდა. მეორე ადგილი ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდმა Alkaloid-მა მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილზე ჩეხეთის გუნდი Novy Bor გავიდა.
ქალთა კატეგორიაში ევროპის თასი მოიპოვა მონაკოს კლუბმა Cercle d’échecs de Monte-Carlo, რომელიც უკვე მრავალი წელი ლიდერობს ევროპულ გუნდურ ჩემპიონატებში. მეორე ადგილი სერბეთის კლუბმა Sirmium Sremska Mitrovica დაიკავა , ხოლო ვერცხლის მედლის მფლობელი სლოვენიის გუნდია Tajfun SK Ljubljana გახდა!
ჩემპიონატზე ქართული კლუბით ასპარეზობდა „დავით ჯოჯუას საჭადრაკო სკოლა“:
- ნიკოლოზ შამათავა (7-დან 4 ქულა)
- ანასტასია კირთაძე (7-დან 4 ქულა)
- ნია დოღვანი (7-დან 3 ქულა)
- ალექსანდრე სუხიაშვილი (7-დან 4 ქულა)
- ბარბარე აშოთია (7-დან 3.5 ქულა)
- ალექსანდრ პოპოვი (7-დან 3.5 ქულა)
ასევე, აღსანიშნავია, რომ ორი ქართველი მოჭადრაკე ასპარეზობდა სხვადასხვა უცხოური კლუბის შემადგენლობაში:
- ნანა ძაგნიძე — სლოვენიის გუნდი “Tajfun SK Ljubljan”
- ნინო ბაციაშვილი — რუმინეთის გუნდი “SuperChess”
ნანა ძაგნიძე მეორე დაფაზე თამაშობდა და გუნდთან ერთად მოიპოვა გუნდური და პირადი ბრინჯაოს მედლები!
ნინო ბაციაშვილი პირველ დაფაზე თამაშობდა და როგორც გუნდი, ისე თავადაც მე-4 ადგილზე გავიდა.

