18-26 ოქტომბერს, საბერძნეთის ქალაქ როდოსში ევროპის მე-40 საჭადრაკო კლუბის თასი და ქალთა საჭადრაკო კლუბის 29-ე ევროპის თასი გაიმართება!
ღონისძიებები ჩატარდება 7 ტურით, შვეიცარიული სისტემით, დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამტებით.
ღონისძიებაში რეკორდული რაოდენობის 122 კლუბი მონაწილეობს (102 ღია ტურნირში და 20 გუნდი მიიღებს მონაწილეობას ქალთა ჩემპიონატში), რომლებიც წარმოდგენილია 800 მოთამაშე.
საქართველო ჩემპიონატზე წარდგენილია კლუბით: „დავით ჯოჯუას საჭადრაკო სკოლა“

ასევე ორი ქართველი მოჭადრაკე ასპარეზობს სხვადასხვა უცხოური კლუბის შემადგენლობაში:
- ნანა ძაგნიძე — სლოვენიის გუნდი “Tajfun SK Ljubljan”
- ნინო ბაციაშვილი — რუმინეთის გუნდი “SuperChess”