9-17 ნოემბერს, მონტენეგროს ქ, ულცინში სტარტს აიღებს ევროპის საკლუბო ჩემპიონატი ვაჟებსა და ქალებში.
ღია ჩემპიონატში მონაწილეობს 66 კლუბი, ქალებში – 14. ტურნირი ჩატარდება 7 ტურად, შვეიცარული სისტემით. ტურნირის საპრიზო ფონდი 45 200 ევროა.
პარტიების პირდაპირი ჩვენება დაიწყება 10 ნოემბრიდან ყოველ დღე 15:00 საათზე. (ჩვენი დროით 18:00)
საკლუბო ჩემპიონატზე იასპარეზებს ევროპის საკლუბო ჩემპიონატის 3-გზის ჩემპიონი ქ. ბათუმის მერიის ‘’საჭადრაკო კლუბი ნონა”, რომელიც საქართველოს ქალთა ნაკრების წევრებითაა დაკომპლექტებული. ბათუმელ დიდოსტატებთან, ნინო ბაციაშვილთან და სალომე მელიასთან ერთად კლუბის ღირსებას დაიცავენ: ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი და ბელა ხოტენაშვილი. გუნდის კაპიტანია მარიკა ჯაფარიძე, დელეგაციის ხელმძღვანელი გიორგი ჭანტურია. გუნდს თან ახლავს მწვრთნელი დავით ჯოჯუა.