ევროპის საკლუბო თასი 2024

სერბეთის ვრნიაჩკა-ბანიაში, 19-27 ოქტომბერს, ევროპის საკლუბო თასი 2024 ღია და ქალთა კატეგორიებში გაიმართა.

ევროპის 39-ე საკლუბო თასი შვეიცარული სისტემით 7 ტურად ჩატარდა, დროის კონტროლი: 90 წუთი – 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი – პარტის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამტებით.

ღია კატეგორიაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 84 გუნდი მონაწილეობდა.

გამარჯვებულები გახდნენ:
1. “Novy Bor Chess Club” (13 მატჩ ქულა)
2. “Alkaloid” (12 მატჩ ქულა)
3. “Vados Chess Club” ( 11 მატჩის ქულა)

ქალთა შორის 18 ევროპული კლუბი მონაწილეობდა:

აღსანიშნავია, რომ ასპარეზობაზე სხვადასხვა ევროპული კლუბის სახელით სამი ქართველი მოჭადრაკე ასპარეზობდა:

  • ნანა ძაგნიძე (TAJFUN-ŠK Ljubljana);
  • ნინო ბაციაშვილი (SuperChess Club);
  • ბელა ხოტენაშვილი (Garuda Ajka BSK).

ქალთა საკლუბო ჩემპიონატზე პირველ ადგილზე გავიდა ‘TAJFUN-ŠK Ljubljana’ ნანა ძაგნიძის ლიდერობით!

ვერცხლის მედალს ბელაოტენაშვილის ‘Garuda Ajka BSK’ დაეპატრონა, ხოლო ბრინჯაოს მედალი ნინო ბაციაშვილის ‘SuperChess Club’ დაისაკუთრა