მიმდინარე წლის 27 მარტიდან 6 აპრილის ჩათვლით, სლოვენიის ქალაქ ტერმი კატეზში ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი ჩატარდება.
ღონისძიება გაიმართება შვეიცარიული სისტემით 11 ტურად, დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე, პლიუს 30 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველივე სვლიდან 30 წამის დამატებით.
ტურნირის განრიგი:
საქართველოდან მონაწილეობას მიიღებს 5 სპორტსმენი:
- ბაადურ ჯობავა (2588)
- მიხეილ მჭედლიშვილი (2584)
- მერაბ გაგუნაშვილი (2575)
- ნოე თუთისანი (2442)
- თორნიკე სანიკიძე (2439)
პირველ 20 ადგილზე გასული მოჭადრაკეები მსოფლიო თასის გათამაშების ლიცენზიას მოიპოვებენ.