6-20 აპრილს, პოლონეთში ქალაქ კატოვიცეში ევროპის ვაჟთა ინდივიდუალური ჩემპიონატი იმართება.
ღონისძიება 11 ტურად, შვეიცარული სისტემით ტარდება. დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამტებით.
ევროპის პირველობისთვის 43 ქვეყნის 501 მოჭადრაკე იბრძვის, მათ შორის 12 საქართველოს წარმომადგენელია:
- ნიკოლოზ პეტრიაშვილი (2518)
- ნიკოლოზ კაჭარავა (2500)
- ლუკა პაიჭაძე (2490)
- გიგა ყუფარაძე (2484)
- ლევან ფანცულაია (2472)
- ნოე თუთისანი (2454)
- თორნიკე სანიკიძე (2432)
- ირაკლი ახვლედიანი (2429)
- გიორგი სიბაშვილი (2405)
- ლუკა კილაძე (2380)
- აკაკი ყალიჩავა (2322)
- გიგა გოდერძიშვილი (2261)
აღსანიშნავია, რომ I–XXIII ადგილებზე გასული მონაწილეები მსოფლიო თასის საგზურს მოიპოვებენ.
თამაში თბილისის დროით 17:00-საათზე იწყება.

