მოახლოვდა ევროპის გუნდური ჩემპიონატი. ტურნირის გახსნის ცერემონია 23 ოქტომბერს 20:00 საათზე ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ქალთა ნაკრებების შემადგენლობაში 3 ბათუმელი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას!
პირველ ნაკრებში იასპარეზებს სალომე მელია,
მეორე ნაკრებში – ნინო ბაციაშვილი და მირანდა მიქაძე.