4-15 ოქტომბერს, ქ. ბათუმი მასპინძლობს ევროპის გუნდურ ჩემპიონატს ქალთა და მამაკაცთა შორის. ასპარეზობა ევროპის საჭადრაკო კავშირის, საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.
ღონისძიება ტარდება 9 ტურად, შვეიცარული სისტემით, ღია და ქალთა კატეგორიაში. დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამტებით.
ჩემპიონატში ევროპის 39 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე ასპარეზობს. ტურნირში მონაწილეობს 76 გუნდი, რომელთაგან 40 ღია კატეგორიაშია, ხოლო 36 – ქალთა შორის.
საქართველოდან ასპარეზობს 7 გუნდი (4 ღია კატეგორიაში, 3 ქალთა შორის).
VI ტურში საქართველოს მამაკაცთა მესამე ნაკრებმა 2.5-1.5 ქულით დაამარცხა ფარერის კუნძულების წინააღმდეგ, ქალთა მესამე ნაკრებმა კი 2.5-1.5 სძლია ლიტუას გუნდი.

