4-15 ოქტომბერს, ქ. ბათუმი მასპინძლობს ევროპის გუნდურ ჩემპიონატს ქალთა და მამაკაცთა შორის. ასპარეზობა ევროპის საჭადრაკო კავშირის, საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.
ღონისძიება ტარდება 9 ტურად, შვეიცარული სისტემით, ღია და ქალთა კატეგორიაში. დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამტებით.
ჩემპიონატში მონაწილეობს 76 გუნდი, რომელთაგან 40 გუნდი ღია კატეგორიაშია, ხოლო 36 – ქალთა შორის.
საქართველოდან ასპარეზობს 7 გუნდი (4 ღია კატეგორიაში, 3 ქალთა შორის).
აღსანიშნავია, რომ მეოთხე ტურში საქართველოს ქალთა სამივე ნაკრებმა გაიმარჯვა. პირველმა ნაკრებმა უნგრეთის გუნდი დაამარცხა 3.5 – 0.5 ქულით, მეორე ნაკრებმა მონტენეგროსტან მოიგო 3-1, მესამე ნაკრებმა 3.5-0.5 ქულით დაამარცხა პორტუგალიის ნაკრები. მამაკაცთა პირველმა ნაკრებმა კი ბელგიის წინააღმდეგ მოიპოვა გამარჯვება 3-1.



