ევროპის გუნდური ჩემპიონატის II ტურის შედეგები

4-15 ოქტომბერს, ქ. ბათუმი მასპინძლობს ევროპის გუნდურ ჩემპიონატს ქალთა და მამაკაცთა შორის. ასპარეზობა ევროპის საჭადრაკო კავშირის, საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.

ღონისძიება ტარდება 9 ტურად, შვეიცარული სისტემით, ღია და ქალთა კატეგორიაში. დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამტებით.

ჩემპიონატში მონაწილეობს 76 გუნდი, რომელთაგან 40 გუნდი ღია კატეგორიაშია, ხოლო 36 – ქალთა შორის.

საქართველოდან ასპარეზობს 7 გუნდი (4 ღია კატეგორიაში, 3 ქალთა შორის).

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ქალთა პირველმა ნაკრებმა მეორე ტურში სერბეთის გუნდი დაამარცხა 2.5-1.5 ქულით.

ასევე, საქართველოს მესამე ნაკრებმა მშრალი ანგარიშით 4-0 დაასრულა მატჩი შვედეთის წინააღმდეგ.