4-15 ოქტომბერს, ქ. ბათუმი უმასპინძლებს ევროპის გუნდურ ჩემპიონატს ქალთა და მამაკაცთა შორის. ასპარეზობა ევროპის საჭადრაკო კავშირის, საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდება.
ღონისძიება ტარდება 9 ტურად, შვეიცარული სისტემით, ღია და ქალთა კატეგორიაში. დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამტებით.
ჩემპიონატში მონაწილეობს 76 გუნდი, რომელთაგან 40 გუნდი ღია კატეგორიაშია, ხოლო 36 – ქალთა შორის.
საქართველოდან ასპარეზობს 7 გუნდი (4 ღია კატეგორიაში, 3 ქალთა შორის):







აღსანიშნავია, რომ საქართველოს ქალთა პირველი ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის მთავარი ფავორიტია (საქართველო 1, მოთამაშეთა საშუალო რეიტინგი 2451), ასევე ქალთა ყველაზე რეიტინგული მოთამაშეები არიან: ნანა ძაგნიძე (GEO, 2496) და ნინო ბაციაშვილი (GEO, 2469)