7 ნოემბერს, ქართული ჭადრაკის ისტორიის მუზეუმში, ევროპის გუნდური ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორ საქართველოს ქალთა ნაკრებთან გაიმართა შეხვედრა.
უმცროს კოლეგებს წარმატება მიულოცეს სახელოვანმა ქართველმა ჩემპიონებმა: ნონა გაფრინდაშვილმა,
მაია ჩიბურდანიძემ, ნანა ალექსანდრიამ, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ.