საჭადრაკო პლატფორმაზე www.tornelo.com 14-21 ოქტომბერს ჭაბუკთა და გოგონათა შორის ევროპის ახალგაზრდული ჩემპონატი გაიმართა. ღონისძიება ჩატარდა 7 ასაკობრივ კატეგორიაში: U8, U10, U12, U14, U16, U18, U20.
საქართველოდან ასპარეზობდა 42 მოჭადრაკე, მათ შორის კი 3 სპორტსმენი აჭარის წარმომადგენელი იყო: კესარია მგელაძე, მარიამ ცეცხლაძე და ლულუ დიასამიძე.
აღსანიშნავია, რომ ქართველებმა ვერცხლის და ბრინჯაოს მედლების მოპოვება შეძლეს.
ანასტასია კირთაძე 9-დან 7 ქულით მეორე ადგილზე გავიდა, ელენე წოწონავამ კი 9-დან 6.5 ქულით მესამე ადგილი დაიკავა.
აჭარის წარმომადგენლების შედეგები:
კესარია მგელაძემ 9-დან 6 ქულით VI ადგილი დაიკავა, ლულუ დიასამიძემ და მარიამ ცეცხლაძემ კი 9-დან 5 ქულა დააგროვეს.