4-დან 15 სექტემბერის ჩათვლით, რუმენეთის ქალაქ მამაიაში მიმდინარეობს ევროპის ახალგაზრდული პირველობა 8 – 18 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის.
ღონისძიება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ტარდება, დროის კონტროლი: 90 წუთი 30 წამის დამატებით თითოეულ სვლაზე.
ჩემპიონატზე 46 ქვეყნის 926 სპორტსმენი ასპარეზობს. საქართველოს ღირსებას 19 მოჭადრაკე იცავს, მათ შორის კი 2 აჭარის წარმომადგენელია.
08 წლამდე:
- ანდრია ჯახაია (1328)
 - მარიამ რეხვიაშვილი (1124)
 - სარა სალთხუციშვილი (1025)
 
10 წლამდე:
- ლუკა გოგავა (1446);
 - მართა დოგრაშვილი (1151);
 - ბარბარე შონია (1148);
 
12 წლამდე:
- ანდრია კვირიაშვილი (1795);
 - გაბრიელ გაბადაძე (1732);
 - გაგა გვასალია (1698);
 - ბარბარე აშოთია (1480);
 - ანასტასია ქუთათელაძე (1244);
 
14 წლამდე:
- ლუკა კილაძე (2030);
 - ანასტასია კირთაძე (2015);
 - კესარია მგელაძე (1994);
 - მარიამ ცეცხლაძე (1842);
 - თეკლა კოღუაშვილი (1589);
 
16 წლამდე:
- ნიკოლოზ შამათავა (2003);
 - დავით გოცირიძე (1840);
 - მარიამ სიჭინავა (1616).
 

