ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ჭაბუკთა და გოგონათა შორის

საჭადრაკო პლატფორმაზე www.tornelo.com 14-21 ოქტომბერს ჭაბუკთა და გოგონათა შორის ევროპის ახალგაზრდული ჩემპონატი გაიმართება. ღონისძიება ჩატარდება 7 ასაკობრივ კატეგორიაში: U8, U10, U12, U14, U16, U18, U20.

სათამაშო დარბაზების ორგანიზებისათვის თითოეულ ქვეყანას უფლება აქვს აირჩიოს სამი
ლოკაცია. საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია თამაშებს უზრუნველყოფს თბილისიდან და ქუთაისიდან. ღონისძიება გაიმართება FIDE -ს წესებით და დაითვლება რეიტინგი.

დროის კონტორლი: 90 წუთი პარტიის ბოლომდე 30 წამის დამატებით პირველი სვლიდან.

30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

საქართველოდან ასპარეზობს 42 მოჭადრაკე, მათ შორის კი 3 სპორტსმენი აჭარის წარმომადგენელია: კესარია მგელაძე, მარიამ ცეცხლაძე და ლულუ დიასამიძე, რომლებიც 12 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში იბრძოლებენ.

პრიზები:

ევროპის ჩემპიონები 8-დან 18-წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში პრიზად მიიღებენ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის 2022 წლის საგზურს.

ევროპის ჩემპიონები 20 წლამდე კატეგორიაში მიწვეული იქნებიან 2022 წლის ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატზე.

თითოეული კატეგორიის პირველი 3 გამარჯვებული დაჯილდოვდება ელექტრონული მედლით, პირველი 6 კი აგრეთვე (84 მოთამაშე) დაჯილდოვდება წლიური სასწავლო პროგრამით (8 თვე), რომელიც მოიცავს ევროპის საჭადრაკო აკადემიის საუკეთესო პედაგოგებთან მეცადინეობას.

ECU-ს სერთიფიკატები ხელმისაწვდომი იქნება ყველა მონაწილისთვის.