6 ნოემბერს, ანტალიაში (თურქეთი) სტარტი აიღო ევროპის ასაკობრივმა ჩემპიონატმა 8, 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ასაკი ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად იმართება, დროის კონტროლი: 90 წთ. 40 სვლაზე, შემდეგ 30 წთ. პარტის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წმ-ის დამტებით.
ჩემპიონატში მონაწილეობს 46 ქვეყნის 1000 მოჭადრაკე. საქართველო ღონისძებაში 18 სპორტსმენითაა წარმომადგენელი, მათ შორის კი არიან ბათუმელი გოგონები: ანეტა ქედელიძე (U10 Girls), კესარია მგელაძე (U12 Girls), მარიამ კალანდაძე (U12 Girls) და მარიამ ცეცხლაძე (U14 Girls).