დივია დეშმუხი ფიდეს ქალთა მსოფლიო თასის გამარჯვებულია

28 ივლისს, ქ. ბათუმში ფიდეს ქალთა მსოფლიო თასის დახურვის ცერემონია გაიმართა. ასპარეზობა საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის (ფიდე), საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციების ორგანიზებით ჩატარდა.

ღონისძიების მხარდამჭერები: საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, ქ. ბათუმის მერია, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

ქალთა პირველობისთვის ფინალში იბრძოდა 2 ინდოელი მოჭადრაკე: დივია დეშმუხი – ჰამპი კონერუ.

ტაი-ბრეიქის შედეგად დივიამ 1.5-0.5 დაამარცხა თავისი მეტოქე და ფიდეს ქალთა მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა!

გამარჯვებული ოთხეული:

I ადგილი – დივია დეშმუხი (ინდოეთი)

II ადგილი – ჰამპი კონერუ (ინდოეთი)

III ადგილი – ტან ჟონგი (ჩინეთი)

IV ადგილი – ლეი ტინგძიე (ჩინეთი)

ღონისძიების საპრიზო ფონდი: