ბრაზილიის ქალაქ ფლორიანოპოლისში, 10 ნოემბერს, მსოფლიოს 36-ე ახალგაზრდული ჩემპიონატის დახურვის ცერემონია გაიმართა.
ასპარეზობა 14,16 და 18 წლამდე კატეგორიებში გაიმართა, შვეიცარიული სისტემით 11 ტურად. მასში 62 ქვეყნის 527 მოთამაშე მონაწილეობდა. მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს სახელით 8 მოჭადრაკე ასპარეზობდა, მათ შორის 3 აჭარის წარმომადგენელი იყო.
14 წლამდე მონაწილენი:
- კესარია მგელაძე (11-დან 8 ქულა) მე-5 ადგილი;
- თეკლა კოღუაშვილი (11-დან 6.5 ქულა) 26-ე ადგილი;
- ანდრია კვირიაშვილი (11-დან 7 ქულა) 22-ე ადგილი.
16 წლამდე მონაწილენი:
- მარიამ ცეცხლაძე (11-დან 7 ქულა) მე-9 ადგილი;
- მარიამ კალანდაძე (11-დან 5 ქულა) 37-ე ადგილი;
- ნიკოლოზ შამათავა (11-დან 6 ქულა) 33-ე ადგილი.
18 წლამდე მონაწილენი:
- ლუკა კილაძე (11-დან 6.5 ქულა) მე-18 ადგილი;
- მარიამ გვათუა (11-დან 4.5 ქულა) 41-ე ადგილი.
მსოფლიოს 37-ე ახალგაზრდული ჩემპიონატი 2025 წელს ალბანეთში გაიმართება.
გამარჯვებული სამეული 14 წლამდე ჭაბუკთა შორის:
გამარჯვებული სამეული 14 წლამდე გოგონათა შორის:
გამარჯვებული სამეული 16 წლამდე ჭაბუკთა შორის:
გამარჯვებული სამეული 16 წლამდე გოგონათა შორის:
გამარჯვებული სამეული 18 წლამდე ჭაბუკთა შორის:
გამარჯვებული სამეული 18 წლამდე გოგონათა შორის: