აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდამჭერით, 15 ნოემბერს, ღია ბლიც-ტურნირი”ბათუმის თასი” ვეტერანთა შორის გაიმართა.
ღონისძების მანპინძელი იყო ’ლორთქიფანიძის საჭადრაკო სკოლა’.
სენიორ ვაჟთა შორის ჩემპიონატი ჩატარდა წრიული სისტემით 11 ტურად, ხოლო სენიორ ქალთა შორის – წრიული სისტემით 9 ტურად.
ღონისძიებაში მონაწილეობდა 20 ვეტერანი.
გამარჯვებული სამული სენიორ ვაჟთა შორის:
- ბასკურიძე შოთა (11-დან 9 ქულა)
- ძნელაძე ნოდარი (11-დან 8.5 ქულა)
- წულუკიძე რეზო (11-დან 8 ქულა)
გამარჯვებული სამეული სენიორ ქალთა შორის:
- აროშიძე მარინა (9-დან 9 ქულა)
- ბიბილეიშვილი მედეა (9-დან 8 ქულა)
- ხოზრევანიძე თამრიკო (9-დან 7 ქულა)
გამარჯვებულები:
I,II,III ადგილის მფლობელები, როგორც სენიორ ვაჟთა, ასევე სენიორ ქალთა შორის, დაჯილდოვდნენ მედლითა და დიპლომით.
I ადგილზე გასულები ასევე დაჯილდოვდნენ თასითა და ფულადი ჯილდოთი.
- I ადგილი სენიორ ვაჯთა შორის – 150 ლ.
- I ადგილი სენიორ ქალთა შორის – 150 ლ.
ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცა ფასიანი საჩუქარი.
ღონისძების ფოტოკოლაჟი: