დამწყები პაიკების გამარჯვებულები

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 31 იანვარს, ქ. ბათუმში, ღია ტურნირი ‘’დამწყები პაიკები’’ გაიმართა.

ტურნირის ფინანსური მხარდამჭერი: აჭარის სპორტის დეპარტამენტი.

ჩატარების ადგილი: მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე, მის: ლეონიძის 15

ჩემპიონატი ჩატარდა ფიდეს წესებით, 8 წლამდე ღია კატეგორიაში, შვეიცარული სისტემით7 ტურად. დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 10 წუთი პარტიის ბოლომდე.

 აღსანიშნავია, რომ “დამწყები პაიკები” ნორჩი მოჭადრაკეებისთვისაა, რომელთაც აქამდე არ მიუღიათ მონაწილეობა არცერთ ოფიციალურ ტურნირში.

შეჯიბრის საბოლოო შედეგები:

  1. სოლომონიძე მათე (7-დან 7 ქულა)
  2. შაქარაძე თომა (7-დან 5 ქულა)
  3. მეტიკი ადრიან (7-დან 5 ქულა)

გოგონათა შორის ნომინაციის გამარჯვებული – ჯიჯეიშვილი ევა (7-დან 4 ქულა)

I, II, III  საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ  მედლითა და დიპლომით, ხოლო ჩემპიონი აგრეთვე  თასით. საუკეთესო გოგონა დაჯილდოვდა  მედლით, დიპლომით და თასით.   ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცემა სამახსოვრო სიგელი.